26 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-23  
00:58:56

ბახტაძე: წამყვანი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი

By: Admin
2018-09-07 12:37:43
204

„კომპანია Wipro მსოფლიო წამყვანი კომპანიაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენი  დიდი სურვილია, ეს სექტორი განვავითაროთ საქართველოში, რის საშუალებასაც გვაძლევს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება",  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილისა და  კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯასტინ დალალის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, იგეგმება აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთა  ვიზიტი საქართველოში.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ეხება საქართველოდან სერვისების ექსპორტს, განვითარდება და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა მსოფლიოს წამყვან კომპანია JSW Group-სა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის გამართული შეხვედრის მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით.  

„უახლოეს მომავალში, ვფიქრობთ, ზაფხულის შუა პერიოდში, როდესაც დასრულდება ამ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ჩვენ გვეცოდინება საბოლოო შედეგი. საუბარია, ძალიან მსხვილ ინვესტიციაზე, რომელიც, ასევე, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის ქვეყანაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.